ამ წუთებში "ექსპოჯორჯიაში" უცხოელებისთვის მიწის საკუთრებაში გადაცემის რეგულაციებზე მსჯელობენ. აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები არასამთავრობო სექტორს, ექსპერტებსა და ინვესტორებს ხვდებიან.
უცხოელი ბიზნესმენები კანონის ბუნდოვანებაზე მიუთითებენ და ამბობენ, რომ ასეთი რეგულაცია უცხოელ ინვესტორებს აიძულებს, შეწყვიტონ საქართველოში საქმიანობა.
„ახალი რეგულაციები მიწის საკითხებთან დაკავშირებით ნაწილობრივ ბუნდოვანია. ვფიქრობ, იმ ადამიანებს, რომლებიც მომავალში ინვესტირებას გადაწყვეტენ, რთული გარემო დახვდებათ. მე ვურჩევ მთავრობას, ბიზნესის ინტერესებსა და ამ საკითხის გამარტივებაზე იფიქროს,” - ამბობს ინვესტორი დირკ ალენი.
შენიშვნები აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც.
დეპუტატი გიგლა აგულაშვილი კი პირობას დებს, რომ დღეს მოსმენილი შენიშვნები გათვალისწინებული იქნება და ხელისუფლება კონსენსუსის მიღწევას შეეცდება.