13 იანვარი 2026,   21:06
ვრცლად
დატოვებს თუ არა სასამართლო ჯოკია ბოდოკიას პატიმრობაში?

ჯოკია ბოდოკიასთვის აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკაშირებით გადაწყვეტილებას სასამართლო დღეს მიიღებს. ბრალდება პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობის დაყენებას გეგმავს.

ბოდოკიას თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსის თანამდებობაზე ყოფნისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან.

პროკურატურა ბოდოკიას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. საუბარია 180 ათას დოლარზე. გამოძიების ვერსიით, მან ერთ-ერთ კომპანიას გარკვეული შეღავათების უზრუნველყოფის პირობით, 180 ათასი აშშ დოლარი მოსთხოვა, თანხის ნაწილი - 50 ათასი დოლარი კი წინასწარ გამოართვა.

ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. თუმცა, მისი ინტერესების დამცველის განმარტებით, ბოდოკია დანაშაულს არ აღიარებს.

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები