ფრანგმა სამართალდამცველებმა, ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, 6 ჩეჩენი პირი დააკავეს.
გამოცემა "ფიგაროს" ცნობით, ისინი ჯიჰადისტების მომზადებასა და დაფინანსებაში, ასევე დაჯგუფებაში ახალი წევრების მოზიდვასა და სირიაში მათ გაგზავნაში არიან ეჭვმიტანილები.
სპეცოპერაცია ერთდროულად ორ ქალაქში - ალბისა და ტულუზაში ჩატარდა.
გამოცემის ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალი უკვე წაუყენეს. თუმცა მათი ვინაობა ამ დროისთვის არ ხმაურდება.