15 იანვარი 2026,   17:32
ვრცლად
უკრაინის ელჩი საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტებებისთვის მივიდა

უკრაინის ელჩი საქართველოში ვასილი ციბენკო საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტებებისთვის მივიდა.

საგარეო უწყებაში ელჩი დაბარებულია მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნის თაობაზე განმარტებების მისაღებად.

ელჩის დაბარების პარალელურად, სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინაში საქართველოს პრემიერის დაგეგმილი ვიზიტი ძალაში რჩება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები