14 იანვარი 2026,   09:19
ვრცლად
სამართალდამცველებმა თურქეთის მოქალაქე 9 ათას 600 აბი ნარკოტიკული საშუალებისთვის დააკავეს

შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.

იუსუფ ო. სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის კუთვნილი სატვირთო ავტომანქანის ჩხრეკისას, 9 ათას 600 აბი ნარკოტიკული საშუალება „ტრამადოლი” ამოიღეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული სატვირთო ავტომანქანა ტრანზიტული მარშრუტით სომხეთის რესპუბლიკაში მიდიოდა.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანის, ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის ფაქტზე, ორი მუხლით მიმდინარეობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები