ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები, სააკაშვილზე ძებნის გამოცხადების შესახებ საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნის პასუხად, ინტერპოლს მიმართავენ.
ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი მოუწოდებს ინტერპოლის გენერალურ მდივანს, არ გამოაცხადოს საერთაშორისო ძებნა მიხეილ სააკაშვილზე, რადგან საქართველოში ხდება კანონის უზენაესობის პრინციპის სისტემური დარღვევები.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ინტერპოლს მსგავსი შინაარსის წერილები ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა - ამერიკელმა კონგრესმენმა მაიკლ ტერნერმა და ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ - ელმარ ბროკმა გაუგზავნეს.