15 იანვარი 2026,   10:14
ვრცლად
რატომ დაურეკეს უკრაინის ელჩს საქართველოში მოსკოვიდან?

უკრაინის ელჩი საქართველოში ვასილ ციბენკო აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში მისვლამდე მას რუსეთიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ უკრაინა-საქართველოს შორის ურთიერთობები გაფუჭდებოდა.

როგორც ციბენკომ ჟურბნალისტებს განუმარტა, მან ზარს რუსეთიდან კონკრეტული პასუხი გასცა -„ვერ ეღირდებით.”

უკრაინის ელჩმა საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრის დროს და ჟუნრალისტებთან საუბრისას მადლობა გადაუხადა ოფიციალურ თბილისს უკრაინის მხარდაჭერისთვის და ოფიციალური პირები უკრაინაში 20-21 თებერვალს ზეციური ასეულის ხსოვნის დღეებზე დაპატიჟა.

მან ასევე განცხადა, რომ მიმდინარეობს მუშაობა საქართველოსა და უკრაინას შორის და იგეგმება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი კიევში.

ვასილ ციბენკომ ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც მან უკრაინას მძიმე პერიოდში გამოუცხადა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები