"თუ დღეს გამათავისუფლებთ, დიდხანს თავისუფალი ვერ ვიქნები," - ეს განცხადება გიგი უგულავამ რამდენიმე წუთის წინ სასამართლო სხდომაზე გააკეთა. უგულავამ დარბაზში მსხდომებს მოუბოდიშა და აღნიშნა, რომ სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობა მისი ინიციატივა იყო. "მე არ ვიცოდი, რამდენად მზად ვიყავი იმისთვის, რომ ეს გამევლო," - განაცხადა გიგი უგულავამ.
"2 დღე, 3 დღე... მაქვს 2 თვე და ხელისუფლება კვლავ შეეცდება დამაბრუნოს ისევ ციხეში. ეს მოხდება ახალი ბრალის წარდგენით. სადაც 8 ბრალი გამოიგონეს, მეცხრესაც გამოიგონებენ, არ გაუჭირდებათ. გადაწყვეტილება, რასაც დღეს თქვენ მიიღებთ, იქნება მოკლევადიანი. ამიტიმაც ვფიქრობდი, პროკურატურიდან მაღალ სტანდარტს არ ველი," - განაცხადა უგულავამ.
მისივე თქმით, ის, რომ ის დავრჩა და არ წავიდა არსად, ნიშნავდა იმას, რომ რეპუტაციისა და მისი სიმართლის დაცვა სურდა. უგულავა განმარტავს, რომ არსებობს 2 ვარიანტი: 1 - ციხიდან გავა და მალე დაბრუნდება და 2 - დარჩება და მის მიმართ გამოიტანენ განაჩენს.