საქართველოში უკრაინის ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარება „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის გიგი წერეთელის შეფასებით, არადიპლომატიური ნაბიჯია. ამის შესახებ დღეს წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ უკრაინაში დანიშნულ მის თანაგუნდელებს იქ დამნაშავეებად არ მიიჩნევენ.
„ეს მოქმედებები სცდილდება გონივრულ, დიპლომატიურ და სახელმწიფოებრივ ხედვას და მოქმედებას. რა უნდა უთხრას უკრაინის ელჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსიტროს, თუ უნდათ, რომ მოისმინონ, კიდევ ერთხელ მოისმენენ, რომ სააკაშვილი და სხვები, რომლებიც დაინიშნენ და კიდევ დაინიშნებიან ალბათ, ღირებულები არიან იმ რეფორმებისთვის, სჭირდებათ მათი გამოცდილება და იქ არავინ ფიქრობს, რომ მათ დანაშაული აქვთ ჩადენილი საქართველოში,” - განაცხადა გიგი წერეთელმა.