14 იანვარი 2026,   03:42
ვრცლად
სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს იეჰოვას მოწმეებისთვის კომპენსაციის სახით ჯამში 15 ათასი ევროს გადახდა დაავალა

მოქმედ ხელისუფლებას შევარდნაძის ხელისუფლების ქმედებების გამო კომპენსაციის გადახდა მოუწვეს. კომპენსაციას იეჰოვას მოწმეებს გადაუხდიან,  -  თითოს  350 ევროს.

სტრასბურგის სასამართლოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ  საქმე, სახელწოდებით "ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" 2000-2001 წლებში საქართველოში, ხელისუფლების მიერ იეჰოვას მოწმეებისადმი გამოვლენილ აგრესიას და მათ შევიწროებას ეხება.

სასამართლოს განაჩენის მიხედვით, ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევას.

სარჩელში იეჰოვას მოწმეების დევნის, მათ წინააღმდეგ გამოჩენილი ფიზიკური ძალადობისა და ვერბალური შეურაცხყოფის 30-მდე ეპიზოდი, მათ შორის ბასილ მკალავიშვილისა და მისი მრევლის საქმეა შესული. ამ საქმეში 99 იეჰოვას მოწმე მოხვდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ საქმის თითოეულ მონაწილეს 350 ევრო უნდა გადაუხადოს. ასევე სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს მოსარჩელეებს გაწეული ხარჯებისა და დანახარჯების სანაცვლოდ ჯამში 15 ათასი ევრო.

დღის ამბები