მთაწმინდის რაიონის გამგებლის ყოფილი მოადგილის დიმიტრი ჩხაიძის მეუღლე ნატალია ტლაშაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ზემოქმედებაში ადანაშაულებს. „უნი სტილის” მფლობელი ტლაშაძე აცხადებს, რომ გამომძიებლებმა შპს "უნი სტილის" ფინანსური საქმიანობის შესწავლა კონკრეტული მიზნით დაიწყეს.
ჩხაიძის მეუღლე აცხადებს, რომ მის კუთვნილ საწარმოში ფინანსური პოლიციის შესვლა სწორედ ჩხაიძის უარს უკავშირდება, რომელიც, მისი მტკიცებით, გამომძიებლებმა ჩხაიძისგან გიგი უგულავას წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე მიიღეს.