13 იანვარი 2026,   04:34
ვრცლად
დონეცკელი სეპარატისტების ლიდერი შეტაკებებისას დაჭრეს

დონეცკელი სეპარატისტების ლიდერი ალექსანდრე ზახარჩენკო ქალაქ დებოლცევოში უკრაინული არმიის მიერ მიტანილი იერიშებისას დაიჭრა.

უკრაინელი ჟურნალისტების ინფორმაციით, ზახარჩენკო ქალაქის ერთ-ერთი ქუჩის წმენდის ოპერაციაში მონაწილეობდა, რა დროსაც ამ ტერიტორიაზე შეტევა უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა მიიტანეს.

ზახარშენკოს ორი ტყვია აქვს მოხვედრილი. პირველადი დახმარება მას ადგილზე აღმუჩინეს, რის შემდეგაც, კიდევ სამ დაჭრილთან ერთად, ქალაქ ალჩევსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, - აცხადებენ სამხედრო ექიმები. 

 

დღის ამბები