13 იანვარი 2026,   20:43
ვრცლად
ხელისუფლება რუსეთთან მოლაპარაკების ფორმატს არ ცვლის

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით ზალკალიანი  ამბობს, რომ რუსეთთან მოლაპარაკების ორი ფორმატი არსებობს და ამ ფორმატის შეცვლა არ განიხილება. 

ეს განცხადება მან „რუსთავი2“-თან გააკეთა.

რუსეთთან ურთიერთობის ფორმატის შეცვლის საკითხი ბოლო პერიოდში პერმანენტულად აქტიურდება. ამჟამად კი ეს ეს საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ჟენევის მოლაპარკებისას რუსეთისა და საქართველოს დელეგაციების წევრებს შორის, სავარაუდოდ, არაფორმალურად იყო ისეთ საკითხებზე მსჯელობა, რაც ბოლომდე არ ხმაურდება და არსებობს კითხვები მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ცდილობს, ეს ყველაფერი რუსეთის პიარს დააბრალოს.  

 რაც შეეხება იმას, გეგმავს თუ არა ხელისუფლება რუსეთთან მოლაპარაკებების ახალი ფორმატის შემუშავებას, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ამ მიმართულებით არსებობს მხოლოდ 2 ფორმატი: ოფიციალური - ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი და არაფორმალური - კარასინი-აბაშიძის ფორმატი.

ზალკალიანის თქმით, სხვა ვარიანტები არ განიხილება.

მისივე განმარტებით, ჟენევის ფორმატი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ბოლო რაუნდზე უკვე მიღწეულია შეთანხმება იმის შესახებ, რომ მომდევნო შეხვედრა დეკემბერში გაიმართება. 

 

დღის ამბები