16 იანვარი 2026,   11:31
ვრცლად
"არსებობს საფრთხე, რომ ის მიიმალება," - პროკურატურა გიგი უგულავას შესახებ

გიგი უგულავას სასამართლო სხდომა განახლდა. რამდენიმე წუთის წინ სხდომაზე განცხადება პროკურატურის წარმომადგენლებმა გააკეთეს. ბრალდების მხარე გიგი უგულავასთვის გირაოს შეფარდების მომხრე არ არის. 

"იმ შემთხვევაში, თუ გირაოს საფუძველზე გიგი უგულავას აღმკვეთი ღონისძიება შეეცვლება, არსებობს საფრთხე, რომ ის მიიმალება. ასევე არსებობს იმის საფრთხე, რომ ის მოახდენს ზეწოლას მოწმეებზე. შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავა დავაკავეთ მაშინ, როდესაც ის აპირებდა მიმალვას. აუცილებელია, პატიმრობა იყოს გამოყენებული," - განაცხადეს სასამართლო სხდომაზე პროკურატურის წარმომადგენლებმა. 

სასამართლო სხდომა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. პროცესზე სიტყვით დაცვის მხარის წარმომადგენლები გამოდიან. 

ბრალდებისა და დაცვის მხარის განცხადებების შემდეგ მოსამართლემ უნდა მიიღოს განჩინება, გათავისუფლდება თუ არა დედაქალაქის ყოფილი მერი პატიმრობიდან.

დაცვის მხარე "სითი პარკის" საქმეზე ბრალდებულ უგულავას ოციათასლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვს.

ამავე თემაზე
დღის ამბები