13 იანვარი 2026,   10:38
ვრცლად
გიგი უგულავა წინასწარ პატიმრობაში რჩება

თბილსის ყოფილი მერი პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა და შესაბამისად, დაცვის მხარის შუამდგომლობა ოციათასლარიანი გირაოს თაობაზე არ დააკმაყოფილა.

ამ გადაწყვეტილებას კი წინ უძღოდა პროკურატურის და თავად ბრალდებულის სიტყვები. სახელმწიფო ბრალდება ირწმუნება, რომ გიგი უგულავას გათავისუფლება საშიშია.

უგულავას გათავისუფლების შემთხვევაში, მისი მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს, - ეს არგუმენტები ჰქონდა დღეს პროკურორს. თუმცა დედაქალაქის ყოფილი მერის ადვოკატები აცხადებენ, რომ მოსამართლეს რეალურად გადაწყვეტილება ბრალდებულის პატიმრობაში დატოვების შესახებ ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდა მიღებული, ვიდრე დაცვის საბოლოო სიტყვას მოისმენდა. 

ადვოკატები სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებენ.   

ამავე თემაზე
დღის ამბები