13 იანვარი 2026,   06:27
ვრცლად
მერიიდან 200 ადამიანი გაათავისუფლეს - მერიაში ახალი კონკურსი ჩატარდება

საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად თვითმმართველობის ორგანოებიდან გათავისუფლებულ პირებს ვადა ხვალ ეწურებათ. არ არის გამორიცხული, ერთმა ნაწილმა კონკურსის შედეგები სასამართლოში გააპროტესტოს.

ტესტირებისა და გასაუბრების წარმატებით გავლის მიუხედავად, სამსახურიდან დათხოვნის შესახებ შეტყობინება 200-მდე მოქმედმა თანამშრომელმა მიიღო.

მერიაში მიმდინარე გათავისუფლებებს დღეს პარლამენტშიც გამოეხმაურნენ. უმცირესობს წევრმა ირმა ნადირაშვილმა თბილისის მერი პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში დაადანაშაულა.

პოლიტიკური ოპონენტების ბრალდების უპასუხოდ დატოვების შემდეგ თბილისის მერმა განმარტებები ატესტაციის შესახებ გააკეთა.

დავით ნარმანიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე კონკურსი დასრულებულია. კომისიის მიერ კი 500-მდე გამარჯვებული გამოვლინდა. მერის განმარტებით, ისინი გაათავისუფლეს, ვინც კონკურსის მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა.

ხანგრძლივი საკონკურსო პერიოდის შემდეგ კიდევ ერთი კონკურსი გამოცხადდება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები