12 იანვარი 2026,   04:38
ვრცლად
მუქარა, შანტაჟი და ატირებული დეპუტატები - დაპირისპირება აჭარაში

მედეა ვასაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს უპირისპირდება. საბჭოს წევრი დავით ბაციკაძეს ბრალს მუქარაში სდებს. ვასაძის თქმით, ბაციკაძემ საბჭოს იმ წევრებს, რომლებიც მის გადაყენებას ემხრობიან, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ მასთან ერთად ბაციკაძე საბჭოს კიდევ ერთ წევრს - სვეტლანა კუდბასაც ემუქრება და აშანტაჟებს.

დაპირისპირება აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე მოხდა, სადაც შეთანხმდნენ, რომ რიგგარეშე სხდომა 20 თებერვალს გაიმართება და დეპუტატები ამ დღეს გადაწყვეტენ, თუ ვინ დაუჭერს მხარს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის გადაყენებას.

ბიუროს სხდომა ატირებულმა დატოვა საბჭოს წევრმა სვეტლანა კუდბამ, თუმცა მას განმარტებები არ გაუკეთებია.

ბრალდებების მთავარი ადრესატი დავით ბაციკაძე კი მედეა ვასაძეს პროვოკაციასა და ტყუილში ადანაშაულებს.

დღის ამბები