23 ივნისი 2025,   23:19
ვრცლად
ობამეიანგმა ბუნდესლიგაში რეკორდი დაამყარა

დორტმუნდის ბორუსიის თავდამსხმელმა, პიერ-ემრიკ ობამეიანგმა ბუნდესლიგაში რეკორდი დაამყარა.

ობამეიანგმა გერმანიის საფეხბურთო ჩემპიონატის გასულ ტურში ჰოფენჰაიმთან თავი გამოიჩინა და გახდა პირველი ფეხბურთელი, ვისაც ბუნდესლიგის საწყის ექვს ტურში აქვს გოლი გატანილი.

ჰოფენჰაიმი-დორტმუნდის შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ბორუსია 6 ტურის შემდეგ 16 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება.

დღის ამბები