23 ივნისი 2025,   18:45
ვრცლად
"გულშემატკივრების გარეშე ფეხბურთის ფასი ერთი პენიც არ არის"

მიუნჰენის ბაიერნის გულშემატკივრებმა სოლიდარობა გამოუცხადეს არსენალის მხარდამჭერებს და ბილეთის ფასი გააპროტესტეს.

გერმანელები არსენალი-ბაიერნის თამაშის დაწყებიდან 5 წუთის შემდეგ შევიდნენ სტადიონზე, მანამდე კი საპროტესტო ბანერი გამოფინეს.

ლონდონის არსენალის ჩემპიონთა ლიგის თამაშებზე დასასწრები ბილეთის ღირებულება 64 ფუნტ სტერლინგია. 

შეხვედრა მეთოფეების გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

 

წყარო: eurosport

დღის ამბები