23 ივნისი 2025,   19:18
ვრცლად
გვარდიოლა ბაიერნთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

მიუნჰენის ბაიერნი ხოსეპ გვარდიოლასთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს.

"გვარდიოლასთან მომავალი თანამშრომლობის საკითხს ოპტიმისტურად ვუყურებთ", - განაცხადა ბაიერნის აღმასრულებელმა დირექტორმა, კარლ ჰაინც რუმენიგემ.

არსენალთან მატჩის შემდეგ (2:0), კლუბის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები ესპანელმა მწვრთნელმაც დაადასტურა.

გვარდიოლა ბაიერნის მთავარ მწვრთნელად 2013 წლიდან მუშაობს.

 

წყარო: eurosport

დღის ამბები