23 ივნისი 2025,   14:26
ვრცლად
ბარსელონა გუნდოგანით ინტერესდება

კატალონიის ბარსელონას ილქაი გუნდოგანის გადაბირება სურს.

ბლაუგრანას სპორტული დირექტორი, არიედო ბრაიდა, ფეხბურთელზე დაკვირვების მიზნით, ვერდერი-დორტმუნდის შეხვედრას დაესწრო.

კატალონიური კლუბი გუნდოგანით პირველად 2013 წელს დაინტერესდა, თუმცა მაშინ ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო და დიდი პერიოდი გაუცდა.

გუნდოგანს დორტმუნდთან კონტრაქტი 2017 წელს ეწურება.

 

წყარო: goal.com

დღის ამბები