23 ივნისი 2025,   14:37
ვრცლად
ნადალი ნახევარფინალში გავიდა

კაცთა წლის შემაჯამებელ ტურნირზე ესპანელმა რაფაელ ნადალმა, ბრიტანელი ენდი მიურეი 6:4, 6:1 დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

შეხვედრა ერთი საათი და 33 წუთი გაგრძელდა.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში სტანისლას ვავრინკამ დავიდ ფერერი 7:5, 6:2 დაამარცხა.

ბოლო ტურში ნადალი ფერერს, ხოლო ვავრინკა მიურეის დაუპირისპირდება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები