23 ივნისი 2025,   08:12
ვრცლად
ბარსელონა ნეიმარის ყოფილ კლუბს დამატებით 2 მილიონს გადაუხდის

ბრაზილიელი ფეხბურთელის, ნეიმარის ყოფილი კლუბი სანტოსი, ბარსელონისგან დამატებით 2 მილიონს მიიღებს.

ამის მიზეზი ის ხელშეკრულებაა, რაც ორ კლუბს შორის ტრანსფერის პერიოდში გაფორმდა - თუ ნეიმარი ოქროს ბურთის მოგების კანდიდატთა სამეულში მოხვდებოდა ესპანური კლუბი ვალდებული იყო სანტოსისთვის დამატებით 2 მილიონი ევრო გადაეხადა.

ნეიმარი ბარსელონაში 2013 წელს 57.1 მილიონ ევროდ გადავიდა.

 

წყარო: eurosport

დღის ამბები