23 ივნისი 2025,   09:50
ვრცლად
რონალდო: "ჯერ კიდევ 2006 წელს კაპელოს არ შეეძლო ფეხბურთელების მოტივირება"

ბრაზილიელმა ვეტერანმა ფეხბურთელმა რონალდომ ფაბიო კაპელოზე გააკეთა კომენტარი.

"კაპელო 90-იან წლებში დიდებული მწვრთნელი იყო. როცა ის 2006 წელს მადრიდის რეალში მოვიდა, უკვე აღარ შეეძლო ფეხბურთელების მოტივირება. ამის დასამტკიცებლად საუკეთესო მაგალითია ის, რომ ბლანკოსის შემდეგ იტალიელმა ტიტულის მოპოვება ვეღარ მოახერხა," - განაცხადა რონალდომ.

კაპელო და რონალდო სამეფო კლუბში ერთად 2006-07 წლების სეზონში მუშაობდნენ და ესპანეთის ჩემპიონატის მოგება შეძლეს.

 

წყარო: eurosport

დღის ამბები