23 ივნისი 2025,   04:18
ვრცლად
FIFA-მ რეალს და ატლეტიკოს ტრანსფერების აკრძალვა დროებით მოუხსნა

FIFA-მ მადრიდულ კლუბებს, რეალს და ატლეტიკოს ტრანსფერების აკრძალვა დროებით მოუხსნა.

თუ სააპელაციო კომიტეტი გადაწყვეტილებას 1 ივლისამდე არ გამოიტანს, მაშინ მადრიდულ კლუბებს ზაფხულში ფეხბურთელების შეძენა თავისუფლად შეეძლებათ.

შეგახსენებთ, რომ იანვარში FIFA-მ რეალი და ატლეტიკო არასრულწლოვანი ფეხბურთელების დარეგისტრირებისას დარღვეული პროცედურების გამო, მომავალი 2 სატრანსფერო ფანჯრის დროს დისკვალიფიკაციით დასაჯა.

 

წყარო: eurosport

დღის ამბები