22 ივნისი 2025,   22:04
ვრცლად
ლუკა მოდრიჩი - "ზიდანს ოქროს რჩევები აქვს"

მადრიდის რეალის ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა, FIFA-ს ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში, ზინედინ ზიდანზე ისაუბრა.

"ბავშვობაში ზიდანი ჩემთვის მისაბაძი მაგალითი იყო. ვფიქრობ, რომ ფრანგით ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო აღფრთოვანებული. ზიდანს ოქროს რჩევები აქვს, რომელიც განვითარებაში გვეხმარება," -განაცხადა ხორვატმა.

მადრიდის რეალმა ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით 4 მატჩი ჩაატარა და 10 ქულის მოპოვება მოახერხა. 

წყარო: FIFA.com

დღის ამბები