23 ივნისი 2025,   00:40
ვრცლად
ფაჩულიას ორმაგი დუბლი და დალასის მარცხი

NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში დალას მავერიკსმა მაიამის უმასპინძლა და  შეხვედრა 3 ქულის სხვაობით 90:93 დათმო.

ზაზა ფაჩულიამ მოედანზე 39 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 10 ქულა, 15 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მიმდინარე სეზონში 23-ე ორმაგი დუბლი შეასრულა.

28 მოგებითა და 24 მარცხით დალასი დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას მავერიქსი 6 თებერვალს, სან ანტონიოს წინააღმდეგ გამართავს.

 

დღის ამბები