22 ივნისი 2025,   22:44
ვრცლად
თბილისის 14-წლამდელთა ჩემპიონატი დინამოს გამარჯვებით დასრულდა

დინამოს 14-წლამდელთა საკალათბურთო გუნდი თბილისის ჩემპიონატის გამარჯვებულია.

ფინალში დინამომ ჰიუნდაი 60:53 დაამარცხა. დაძაბული გამოდგა შეხვედრის ბოლო პერიოდი, როდესაც ჰიუნდაიმ ანგარიშში სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა, თუმცა დინამოელებმა უპირატესობა მაინც შეინარჩუნეს.

ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გიორგი ბიგანაშვილმა გახდა, რომელსაც მატჩის შემდეგ სპეციალური ჯილდო გადასცეს.

წყარო: GBF.ge

დღის ამბები