22 ივნისი 2025,   10:30
ვრცლად
მოვედი როგორც მეფე და მივდივარ როგორც ლეგენდა - იბრაჰიმოვიჩის პარიზული ისტორია დასრულდა

"მოვედი როგორც მეფე და მივდივარ როგორც ლეგენდა" - სწორედ ეს სიტყვები დაწერა ზლატანმა პსჟ-ს შემადგენლობაში ბოლო მატჩის წინ.

შეხვედრა, რომელშიც პსჟ-მ ნანტს უმასპინძლა, სპეციალურად შვედი თავდამსხმელის პატივსაცემად 10 წუთი შეჩერდა - სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა იბრაჰიმოვიჩი დამსახურებული აპლოდისმენტებით გააცილა. იბრამ კი მადლობა თავისებურ სტილში - დუბლის შესრულებით გადაიხადა და პარიზული ისტორიაც დასრულდა.

იბრაჰიმოვიჩმა ფრანგულ კლუბის წარმატება უსურვა.

"იმედი მაქვს, პსჟ გააგრძელებს წინსვლას და ტიტულების მოგებას. ზლატანის გარეშე რთულია, მაგრამ შესაძლებელი".

შვედმა თავდამსხმელმა პარიზულ კლუბში 4 სეზონი გაატარა. გუნდის შემადგენლობაში 179 შეხვედრა ჩაატარა, მის ანგარიშზე 154 გატანილი გოლი და 11 მოგებული ტიტულია, მათ შორის 4-ჯერ საფრანგეთის ჩემპიონობა.

აღსანიშნავია, რომ პსჟ-ს პრეზიდენტის განცხადებით, პარკ დე ფრანსის ერთ-ერთი ტრიბუნა იბრაჰიმოვიჩის სახელობის გახდება.

ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს 34 წლის ფეხბურთელი კარიერას. უცხოური მედია კი მის სახელს ინგლისის პრემიერლიგას უკავშირებს.

 

წყარო: Eurosprot

დღის ამბები